სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 809
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 30/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
809
30/10/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 30/10/2009
000000000.00.00.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №809

2009 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის №12/230 წერილი) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – ქ. თბილისში, თავისუფლების მოედნის №2-ში, I სართულზე არსებული 2647.41 კვ.მ ფართობის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.15.05.075.011.01.506) და 540.98 კვ.მ ფართობის სარდაფის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.15.05.075.011.01.505) გადაცემის შესახებ.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

  პრემიერ-მინისტრი                                                                                            ნ. გილაური