„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილებებისა დადამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილებებისა დადამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 600
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 16/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
600
16/09/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 16/09/2008
000000000.00(0).000.000000
„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილებებისა დადამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №600

2008 წლის 16 სექტემბერი

. თბილისი

„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის 563 განკარგულებაში ცვლილებებისა დადამატებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინან­სების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის 563 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები, დამატებები და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბ­დეს ახალი რედაქციით:

1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და დაზი­ა­ნებული შენობების აღდგენისათვის საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტე­ბის ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 72 752 350 (სამოცდათორმეტი მილიონ შვიდას ორმოცდათორმეტი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი, მათ შორის:

ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 5 136 000 (ხუთი მილიონ ას ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;

ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 450 750 (სამი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;

გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 683 000 (ერთი მილიონ ექვსას ოთხმოცდასამი ათასი) ლარი;

დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 325 000 (სამას ოცდახუთი ათასი) ლარი;

ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 602 700 (ორი მილიონ ექვსას ორი ათას შვიდასი) ლარი;

ვ) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 485 900 (ერთი მილიონ ოთხას ოთხმოცდახუთი ათას ცხრაასი) ლარი;

ზ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 541 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაერთი ათასი) ლარი;

თ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი;

ი) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 27 628 000 (ოცდაშვიდი მილიონ ექვსას ოცდარვა ათასი) ლარი;

კ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;

ლ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

მ) მუნიციპალური განვითარების ფონდს – 25 200 000 (ოცდახუთი მილიონ ორასი ათასი) ლარი.

2. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესა­ბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციას და­ე­მატოს ორგანიზაციული კოდი 25 17 – საომარი მოქმედე­ბების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განსა­ხორციელებელი ღონისძიებები.

3. სახელწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად შესყიდვები განხორ­ცი­ელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

4. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორ­ციელება ეთხოვოთ საქართველოს ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთე­ულებში სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს, სახელმწიფო მინისტრს რეგიონული მართვის საკითხებში დ. ტყეშელაშვილს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ნ. გილაური)..

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე