რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ

  • Word
რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 806
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 30/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
806
30/10/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 30/10/2009
000000000.00.00.000000
რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 806

2009 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ

 1. ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სეს­ხების რესტრუქტურიზაციის შესახებ’’ საქართველოს კა­ნონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შე­ქ­მნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო და­ვა­ლიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის სა­კითხის შემსწავლელი კომისიის წინადადება და განხორ­ცი­ელ­დეს:

ა) ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანო­ნის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე: ,,მტკვარი-მ-ზე’’, ,,იმკ-91-სა’’ და სააქციო საზოგადოება ,,ნიკორაზე’’ რიცხული ვადაგა­და­ცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტური­ზაცია;

ბ) ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ’’ საქართველოს კა­ნონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე – შეზღუდული პასუხისმგებლობის სა­ზო­გადოება ,,ქუთაისის აეროპორტზე“ რიცხული საგადასახა­დო დავალიანების რესტრუქტურიზაცია;

გ) ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ’’ საქართველოს კა­ნონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე – საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის სამინისტროსა და შპს ,,მტკვარი-მ-ს’’ შორის 2007 წლის 22 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებისა და მასზე თანდართული გრაფიკიდან გამომდინარე – შპს ,,მტკვარი-მ-ზე’’ რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია.

2. განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საწარმოებზე რიცხული საგადა­სახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობებად განისაზღვროს:

ა) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე: ,,მტკვარი-მ-ზე’’, ,,იმკ-91-სა’’ და სააქციო საზოგადოება ,,ნიკო­რაზე“ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავა­ლიანებების რესტრუქტურიზაციის პირობები, ,,საგადასა­ხა­დო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქ­ტურიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანართის შესაბამისად;

ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ქუ­თაისის აეროპორტზე“ რიცხული საგადასახადო დავალი­ანე­ბის რესტრუქტურიზაციის პირობები, ,,საგადასახადო და­ვა­ლიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტური­ზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დანართის შესაბამისად;

გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,მტკვა­რი-მ-ზე’’ რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავა­ლიანების რესტრუქტურიზაციის პირობები, ,,საგადასახა­დო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქ­ტუ­რიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირ­ველი პუნქტის თანახმად, დანართის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                                     ნ. გილაური

 

  დანართი 

რიგ საწარმოებზე რიცხული

საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ

 

 

 

 

საწარმოს დასახელება

 

 

 

 

დავალიანების

სახე

რესტრუქ -ტურიზა -ციის

დაწყების თარიღი

რესტრუქტური -ზაციის დაწყების თარიღისათვის არსებული დავალიანებები

(ლარებით)

 

რესტრუქტურიზაციის პერიოდი

სულ

მათ შორის

გაყინვის პერიოდი

გადავადე -ბის პერიოდი

1

2

3

4

5

6

7

8

1

შპს

,,მტკვარი-მ”

საგადასახადო

(ქონება)

02.10.2009წ.

1 977 209

5 წელი

(02.10.2009წ-დან 02.10.2014წ-მდე)

2 წელი

(02.10.2009წ-დან 02.10.2011 წ-მდე)

3 წელი

(02.10.2011წ-დან 02.10.2014წ-მდე)

2

 

შპს

,,ქუთაისის აეროპორტი”

საგადასახადო

02.10.2009წ.

856 867

15 წელი

(02.10.2009წ-დან 02.10.2024წ-მდე)

 

5 წელი

(02.10.2009წ-დან

02.10.2014 წ-დე)

 

10 წელი

(02.10.2014 წ-დან

02.10.2024 წ-მდე)

3

შპს

,,იმკ-91”

 

საგადასახადო

(დღგ, მოგება)

03.08.2009წ.

642 690

3 წელი

(03.08.2009წ-დან 03.08.2012წ-მდე)

1 წელი

(03.08.2009წ-დან 03.08.2010 წ-მდე)

2 წელი

(03.08.2010წ-დან 03.08.2012წ-მდე)

4

სს

,,ნიკორა”

 

 

 

საგადასახადო

(მიწის და ქო­ნე­ბის გადა­სა­ხადის გარდა)

 

04.08.2009წ.

1 906 074

3 წელი

(04.08.2009წ-დან

04.08.2012წ-მდე)

 

1 წელი

04.08.2009წ-დან 04.08.2010წ-მდე)

 

2 წელი

(04.08.2010 წ-დან

04.08.2012 წ-მდე)

 

5

შპს

,,მტკვარი-მ”

 

სასესხო

02.10.2009წ.

602 639,3

5 წელი

(02.10.2009წ-დან 02.10.2014წ-მდე)

2 წელი

(02.10.2009წ-დან 02.10.2011 წ-მდე)

3 წელი

(02.10.2011წ-დან 02.10.2014წ-მდე)