დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის №150 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №80
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
„ ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის № 150 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის №150 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2007 წლის ბოლომდე უზრუნველყოს ნიქოზი-ავნევის შვიდკილომეტრიანი საავტომობილო გზის მოწყობა და მისი მოხრეშვა, აგრეთვე იმავე წელს განახორციელოს ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) ათკილომეტრიანი მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერებისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის ერედვი-ხეითის 4-6 კმ მონაკვეთზე (ცხინვალის შემოვლითი გზა) წვერიახოს უღელტეხილის გვერდის ავლით ახალი მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოების დაწყება, რომელთა დამთავრების ვადად განისაზღვროს 2008 წელი.“;
ბ) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება შესაბამისად განხორციელდეს „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულების მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“;
გ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს განკარგულების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები