„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის ჩატარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის №238 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის ჩატარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის №238 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
78
08/03/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 08/03/2008
000000000.00(0).000.000000
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის ჩატარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის №238 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №78

2008 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

„ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის ჩატარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის № 238 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის ჩატარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის №238 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2008 წლის 18-21 სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის გამართვის უზრუნველსაყოფად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ბარამიძე        – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

დავით ბაქრაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსანდრე კვიტაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

რუსუდან კლიმიაშვილი       – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.“;

ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის გამართვის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე