მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების აქტივების რეპატრიაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეპატრიაციის გეგმის შესახებ

  • Word
მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების აქტივების რეპატრიაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეპატრიაციის გეგმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 596
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 11/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
596
11/09/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 11/09/2008
000000000.00(0).000.000000
მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების აქტივების რეპატრიაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეპატრიაციის გეგმის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №596

2008 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების აქტივების რეპატრიაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეპატრიაციის გეგმის შესახებ

1. „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონ­დების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის, „მომავალი თაობების ფონდის გენე­რალური მანდატი – დროებითი მართვის პირობების და სტაბი­ლური განვითა­რების ფონდის მართვის უფლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის №116 დადგე­ნილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტისა და №2 დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი მომავალი თაობებისა და სტა­ბილური გან­ვითარების ფონდების აქტივების რეპატრია­ციის გეგმა შემ­დეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების ვადიან დეპოზიტებში განთავსებული აქტივების რეპატრიაცია განხორციელდეს მათი დაფარვის ვადის დად­გო­მისთანავე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდ­გენილი მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების აქტივების რეპატრიაციის გეგმის შესაბამისად;

ბ) სტაბილური განვითარების ფონდის საშუალოვადიანი ფასიანი ქაღალდების რეალიზაცია განხორციელდეს 2008 წლის პირველ ოქტომბერს ფონდის აქტივების მომდევნო 24 სა­ათში რეპატრიაციის მიზნით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს მთავრობის სახელით წარდგინებით მიმართოს სა­ქარ­თველოს პრეზიდენტს სტაბილური განვითარების ფონ­დის აქტივების რეპატრიაციის შესახებ გადაწყვეტილების მი­ღე­­ბის თაობაზე.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ.  გურგენიძე