სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 805
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 30/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
805
30/10/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 30/10/2009
000000000.00.00.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

   საქართველოს მთავრობის

განკარგულება №805

2009 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის №12/231 წერილი) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გადაცემის შესახებ:

ა) ქ. მცხეთაში მდებარე ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა №1 და მასზე დამაგრებული 239.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №72.07.05.218);

ბ) მცხეთა, სოფელ ქსანში მდებარე ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა №1 და მასზე დამაგრებული 4821.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №72.10.03.035).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

  პრემიერ-მინისტრი                                                                                       ნ. გილაური