„მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და სკოლების მშენებლობის, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 ივნისის №463 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 542
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
542
24/07/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 24/07/2009
000000000.00(0).000.000000
„მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და სკოლების მშენებლობის, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 ივნისის №463 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №542

2009 წლის 24 ივლისი

. თბილისი

„მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და სკოლების მშენებლობის, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 ივნისის №463 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების  შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და სკოლების მშენებლობის, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ” სა­ქარ­თ­ველოს მთავრობის 2009 წლის 29 ივნისის №463 განკარგუ­ლებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქციით:

„1. მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და სკოლების მშენებლობის, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს გარე­მოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სა­ხელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარ­ტა­მენტმა უზრუნველყოს სატყეო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული მესტიის სატყეო უბნის ლახამურის №2 სარეინჯეროში 1000 მ3 სამასალე მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფის გამოყოფის შეთანხმება და მისი დამაგრება მესტიის მუ­ნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილ ტყით მოსარგებლეზე.“;

ბ) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

  „2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სა­ხელმ­წიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტა­მენტმა უზრუნველყოს გამოყოფილი ტყეკაფის ათვისების კონ­ტროლი.“;

გ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნ­­ქტი:

„4. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ტყეკაფის გამოყოფისა და ხეტყის დამზადების სამუშაოების შესრულებასთან დაკავ­ში­­რებულ ხარჯებს გაიღებს ტყით მოსარგებლე შესაბამისი პირი.“.

პრემიერ-მინისტრი                       ნიკა გილაური