ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
76
08/03/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 08/03/2008
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 76

2008 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, რომლებსაც არ განესაზღვრათ გამოთანაბრებითი ტრანსფერი და მათ მიერ საგადასახადო შემოსავლების მიღება განხორიელდება ივნისის თვეში, რაც აფერხებს აღებულ ვალდებულებათა შესრულებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მიმდინარე წელს უკან დაბრუნების პირობით გამოუყოს დროებითი ფინანსური დახმარება შემდეგ თვითმმართველ ერთეულებს: თვითმმართველ ქალაქ ფოთს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი, მცხეთის მუნიციპალიტეტს – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი, ბორჯომის მუნიციპალიტეტს – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციელება ეთხოვოთ სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში – (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი ფოთი) ზ. გოროზიას; (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) ც. ჩოჩელს, (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) გ. ხაჩიძეს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ნ. გილაური).

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე