დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის – ბაგრატის ტაძრის კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 25/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №74
2008 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის – ბაგრატის ტაძრის კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობის შესახებ
1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მისთვის ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის – ბაგრატის ტაძრის კვლევითი სამუშაოების დაწყების მიზნით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები