დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სესხის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №397 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 538 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №538
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
„მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სესხის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №397 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სესხის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №397 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ა” და „ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შპს ,,რუჯი“ _ 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;
ბ) შპს ,,გუგული“ _ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები