დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს სამოქალაქო სექტორისათვის მიყენებული ზარალის შესწავლისა და დადგენისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 591 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №591
2008 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს სამოქალაქო სექტორისათვის მიყენებული ზარალის შესწავლისა და დადგენისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად 2008 წლის აგვისტოში საქართველოს სამოქალაქო სექტორისათვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი და დამდგენი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
კახა ბაინდურაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
კახა ბენდუქიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი
თინა ბურჯალიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ნიკოლოზ გვარამია - საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნიკოლოზ გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ირაკლი გიორგობიანი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
რეზო ენუქიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი
ალექსანდრე კვიტაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
თამარ მარტიაშვილი - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ირაკლი ღვალაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ეკატერინე შარაშიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ალექსანდრე ჩიკვაიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
ალექსანდრე ცინცაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ბესიკ წერედიანი - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე.
2. კომისიამ:
ა) უზრუნველყოს სამთავრობო უწყებებში შექმნილი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია და მათი შეთანხმებული მუშაობა;
ბ) შეაჯეროს სხვადასხვა სექტორული და თემატური კომისიისა და სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგები.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები