დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016143 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ”ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www. matsne. gov.ge), 04.01.2013წ. სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.158.016109) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით.“.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.”.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 3 |
დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 16725,273 ათ. ლარის ოდენობით .“.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 4 |
დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები”.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 5 |
დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3614,756 ათ. ლარის ოდენობით.”.
|
| მუხლი 6 |
დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 10988,317ათ. ლარის ოდენობით.”.
|
| მუხლი 7 |
დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 13747,624 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.“.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 8 |
დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7089,017 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7161,017 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 72,0 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის.“.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 9 |
დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით.“.
|
| მუხლი 10 |
დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს (-4111,3685) ათ.ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 11 |
დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება. 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-191,359) ათ. ლარის ოდენობით ( საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსის მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტში შესრულებული პროექტების ვალდებულებების დაფარვა).“. |
| მუხლი 12 |
დადგენილების მე-13 მუხლის 1-ლ პუნქტის დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ქ.ბოლნისში მცხოვრებ ნინო გაბიძაშვილის მატერიალური დახმარებისათვის, (გერმანიის ქალაქ კიოლნში მ/წლის 27-30 ოქტომბერს საოპერო თეატრში მოსმენაზე მონაწილეობის მისაღებად) სარეზერვო ფონდიდან (გამგებლის 2013 წლის 22 აგვისტოს №1185 ბრძანება) გამოიყო 3,70ათ.ლარი.”. |
| მუხლი 13 |
დადგენილების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სარეზერვო ფონდიდან დაზუსტდა 45,50ათ. ლარის ოდენობით.”. |
| მუხლი 14 |
დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 01). პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა ( ქ.ბოლნისში ქუჩების, სოფ.ხატისოფლის, სოფ.რაჭისუბნის, სოფ. დარბაზის, სოფ. რატევნის),ზამთრის სეზონზე მუნიციპალიტეტის გზების და ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდა.”. |
| მუხლი 15 |
დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია(პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოებში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია-მსენებლობა, ქ. ბოლნისში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავის რეაბილიტაცია, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. ბ.ა) სარწყავი არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავი არხების მშენებლობა, არსებული არხების გაწმენდა. ბ.ბ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ბ.გ) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ღამის პერიოდში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, ისტორიული ძეგლებისა და ტაძრების ფასადების, სკვერებისა და ბულვარების განათებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და გახარჯული ელექტროენერგიის ხარჯები . ბ.დ) ჩამდინარე წყლების მართვა (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. ბოლნისში სანიაღვრე სისტემის ნაწილის მშენებლობა-რეაბილტაცია. ბ.ე) გარემოს დაცვითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 05) მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. მოსახლეობის უსაფრტოების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფინასდება დასახლებულ პუნქტებში ქვეწარმავლების დაჭერა - უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მომსახურება. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ზაფხულის პერიოდში დასახლებული პუნქტებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სასაზღვრო ზოლის შემოხვნა ხანძრისგან უსაფრთხოების მიზნით. ბ.ვ) ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების, შიდა საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქ. ბოლნისში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის აშენებულ საცხოვრისში კომუნიკაციების მოწყობა(წყალმომარაგების, გაზიფიცირებას და ელ.მომარაგების კვანძების მოწყობა).”. |
| მუხლი 16 |
დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების,შადრევნების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები. კულტურის სახლების, მუზეუმების რეკონსტრუქცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის ღონისძიებები. ქ. ბოლნისში ისტორიული ნაწილის (გერმანული უბანი) აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები. განხორციელდება სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. განხორციელდება საბავშვო ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები. გ.ა) შადრევნების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული შადრევნების ექსპლოატაცია. გ.ბ) ქალაქის ნაწილის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.ბოლნისში ძველი გერმანული უბნის რეაბილიტაცია, ქუჩების მოპირკეთება , ფასადების და საცხოვრებელი სახლების აღდგენა. გ.გ) სპორტული მოედნებისა და დარბაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. გ.დ) დასვენების პარკის და სკვერების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მოვლა-პატრონობა(პროგრამული კოდი 03 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შპს „კულტურისა და დასვენების პარკი“ რომელიც განახორციელებს არსებული პარკის მოვლა–პატრონობაა. გ.ე)კულტურის სახლების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურის სახლების, მუზეუმების რეკონსტრუქცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის ღონისძიებები. გ.ვ) ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.ბოლნისში და დაბა კაზრეთში საბავშო ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია. რაც ხელსშეუწყობს ბაგა-ბაღში დამატებით ჯგუფების შექმნას და აღსაზრდელთა რაოდენობის მიღების ზრდას.”. |
| მუხლი 17 |
დადგენილების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ.) საექიმო ამბულატორიების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფლებში საექიმო ამბულატორიების დაფინანსება: 1.შპს „ბოლნისის რაიონის სოფ.ტალავრის ამბულატორია“ 9,41ათ.ლარი; 2.შპს „სოფელი ქვემო ბოლნისის საექიმო ამბულატორია“ 21,91ათ.ლარი; 3.შპს „რანჩპარის სასოფლო ამბულატორია“ 15,70ათ.ლარი; 4.შპს „ქვეშის საექიმო ამბულატორია“ 23,625ათ.ლარი; 5.შპს „სავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება“ 109,10ათ.ლარი; 6.შპს „დარბაზის საექიმო ამბულატორია“ 12,28ათ.ლარი; 7.შპს „ქვემო არქევანის საექიმო ამბულატორია“ 14,78ათ.ლარი.”. |
| მუხლი 18 |
დადგენილების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ე) სტუდენტთა და სპორცმენთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი (სამი და მეტი), სოციალურად დაუცველი (0-დან 70001 ქულამდე), ოჯახში 2 ან მეტი , ობოლი, მარჩენალდაკარგული, იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისათვის , რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, 2012-2013 სასწავლო წელს სწავლის საფასურის დაფინანსება, სტუდენტის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ს ოდენობით (თუ სტუდენტს გადახდილი აქვს სწავლის საფასურის გარკვეული ნაწილი, დაფინანსება განხორციელდება დარჩენილი გადასახდელი თანხის 50%-ს ოდენობით). მუნიციპალიტეტში მცხოვრებ წარმატებულ (საქართველოს ჩემპიონი ან/და პრიზიორი, საქართველოს სხვადასვა ასაკობრივი ნაკრების წევრები და საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი ან/და პრიზიორი) სპორცმენებს რომლებმაც აღნიშნულ წარმატებებს მიაღწიეს ბოლო 3 წლის (2009წლის 1 იანვრიდან) განმავლობაში, მუნიციპალიტეტი დააფინანსებს ყოველთვიურად არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით. ასევე მიმდინარე წელს მიღწეული წარმატებისათვის მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე, გიცემა ერთჯერადი ჯილდო ჩემპიონობაზე 1000 ლარი ხოლო პრიზიორზე 500 ლარი .“. |
| მუხლი 19 |
დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.“.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 20 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები