ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან 244,48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

  • Word
ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან 244,48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 790
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
790
29/10/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 29/10/2009
000000000.00(0).00.000000
ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან 244,48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება №790

2009 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო  ტყის ფონდიდან 244,48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სს ,,მადნეულის“ წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2009 წლის 13 აგვისტოს სხდომის ოქმი №7) და საწარმოო პროცესების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ახალი საწარმოო მოედნების მოწყობის მიზნით ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ბოლნისის სატყეო უბნიდან, კერძოდ, ყოფილი კაზრეთის სატყეოს №39 კვარტალის №№5,6,7,8,9,10,11,12,13,16 ლიტერიდან, №41 კვარტალის №№1,2,3,4,5,6,7,9,10,13,16,17,19 ლიტერიდან, №47 კვარტალის №№2,3,4,5,7,9,11,13,14 ლიტერიდან, №48 კვარტალის №№12,16,17,18 ლიტერიდან, №49 კვარტალის №№1,2,3,4,6,7,11,13,14 ლიტერიდან _ სულ: 244,48 ჰა მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხთა კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ,,საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 სექტემბრის №403 ბრძანებულებაში შესაბამისი ცვლილებების ამოქმედებისთანავე.

  პრემიერ-მინისტრი                                                              ნ. გილაური