დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 535 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №535
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
1. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული და სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ სახლებში განსახლებული მოსახლეობისათვის, რომელთა დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე შეუძლებელია (ამ ადგილების ოკუპაციის გამო), საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უზრუნველყოს საოჯახო ინვენტარის, საკვები პროდუქტებისა და სხვა პირველადი მოხმარების საგნების შეძენა.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან მიმართოს 179 800 (ას სამოცდაცხრამეტი ათას რვაასი) ლარი.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საქონლის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები