დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 586 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №586
2008 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დანართის მიხედვით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადასაცემი უძრავი სახელმწიფო ქონების ნუსხა
| № |
დასახელება |
მისამართი | შენობა-ნაგებობის ფართობი, კვ.მ | მიწის ფართ ობი, კვ.მ
| მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № |
| 1 | მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა | ქ. ბათუმი, შ. ხიმშიაშვილის ქ. №13, 15, 17, 21, 23, 25-ის მიმდებარედ |
1856 |
12 124 |
05.24.04.002 |
| 2 | მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები
| ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №14 | 7 263,24 | 11 797,15
| 05.04.05.028 |
| 3 | მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა
| ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №14 | 125,24 | 16 263,35
| 05.04.05.029 |
| 4 | არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი | ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. №72ა | 288 | წილობ-რივად დამაგრე-ბული მიწა
| 05.06.02.031 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები