დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 532 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №532
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის” (ორგანიზაციული კოდი – 35 18 02 13 05) ფარგლებში მომსახურების შესყიდვა, 2009 წლის 22 ივლისიდან განხორციელებული მომსახურების გათვალისწინებით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები