სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 20/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
61
20/02/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 20/02/2008
000000000.00(0).000.000000
სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 61

2008 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამე­ლიო­რა­ციო სისტემების ფუნქციონიების ხელშეწყობის ღონისძიე­ბა­თა დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრომ (ნ. გილაური):

ა) საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გან­საზ­ღვრული სამელი­ორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელ­შეწყობის ღონისძი­ებათა ასიგნებებიდან საკრედიტო რე­სურ­სად გამოყოს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულებები შემდეგ შეზღუდული პასუხისმგებ­ლობის საზოგადოებებთან:

სიონი-მ – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ალაზანი-მ – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

მტკვარი-მ – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს ორი წელი ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, სესხის სარ­გებლად – წლიური ერთპროცენტიანი განაკვეთი;

გ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პ. ცისკარიშვილმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე