დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 20/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №60
2008 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ
1. სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობისა და რეაბილიტაციის გადაუდებელ სამუშაოთა მაღალხარისხიანად შესრულებისათვის საქართველოს სოფლის მე-ურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის ღონისძიებათა განხორციელება „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად „სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის“ პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში და სსიპ – საქართველოს საწარმოთა მართვის სააგენტოს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებათა ბალანსზე არსებულ ქონებაზე განხორციელებულ სამუშაოთა შესახებ.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები