„უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №378 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №378 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 20/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
58
20/02/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 20/02/2008
000000000.00(0).000.000000
„უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №378 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 58

2008 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინან სების ზრდის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის 378 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად შეტანილ იქნეს ცვლილება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის 378 განკარგულების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების გაზრდის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით შეიქმნას უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

მამუკა ახვლედიანი ქალაქ თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი), მერიის ადმინისტრაციის უფროსი

კახა ბენდუქიძე საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი

არჩილ გაგნიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

ჩიორა თაქთაქიშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ვახტანგ ლეჟავა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

ოთარ ნათიშვილი       საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მდივანი

გიორგი ნოდია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

პაპუნა პეტრიაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გიორგი უგულავა       ქალაქ თბილისის მერი

ალექსანდრე ღონღაძე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი მეცნიერების საკითხებში

ალექსი ჩიკვაიძე         საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

შოთა ჭალაგანიძე       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.”.

2. განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. განკარგულების ძალაში შესვლიდან ცხრა თვეში კომისიამ საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს ამ განკარგულებით გათვალისწინებულ წინადადებათა პაკეტი შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებთან ერთად..

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე