საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 20/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
57
20/02/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 20/02/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №57

2008 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერ­ნატორების ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად საჭირო მაღალი გამავლობის ავტომობილების შესაძენად საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარე­ზერვო ფონდიდან საქარ­თველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს რეგიონული მართვის საკითხებში გამოუყოს 226 000 (ორას ოცდაექვსი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზ­ნით შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპა­რაკების საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე