საქართველოს ეკონომი¬კური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამშენებლო სამუშაოთა შესასრულებლად გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 20/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
56
20/02/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 20/02/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომი¬კური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამშენებლო სამუშაოთა შესასრულებლად გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 56

2008 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომი­კური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების  დეპარტამენტის  სამშენებლო  სამუშაოთა შესასრულებლად გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ

მიმდინარე წელს დაგეგმილი საერთაშორისო მნიშვნე­ლობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 326-ე  კმ-ზე მდ. ჯუმზე არსე­ბული სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებისა და სოფ. ნარაზენსა და სოფ. საჯიჯაოს შორის მდ. ჭანისწყალზე, აგრეთვე სოფ. ახუთსა და სოფ. ნოღას შორის მდ. ცივზე ხიდების სამშენებლო სამუშაოთა შესრულების დაჩქარების მიზნით გარე­­მოზე ზე­მოქ­მედების ნებართვის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე:

1. გათავისუფლდეს გარემოზე ზემოქმე­დების შეფასების ანგარიშის წარმოდგენისაგან საქართველოს ეკონო­მიკური გან­ვი­თარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერ­თა­შორისო მნიშვნე­ლობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავ­ტომობილო გზის 326-ე  კმ-ზე მდ. ჯუმზე არსე­ბული სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებისა და სოფ. ნარა­ზენსა და სოფ. საჯიჯაოს შორის მდ. ჭანისწყალზე, აგრეთვე სოფ. ახუთსა და სოფ. ნოღას შორის მდ. ცივზე ხიდების სამშენებლო სამუშაოთა შესრულების დაჩქარების მიზნით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე