დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 20/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №55
2008 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო სადეფექტო აქტებისა და საექსპერტო დასკვნების შეზღუდულ ვადებში შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ნება დაერთოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში შესაბამისი მომსახურების შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები