„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 568
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
568
08/09/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 08/09/2008
000000000.00(0).000.000000
„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №568

2008 წლის 8 სექტემბერი

. თბილისი

  „საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს 529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლი­ლება საომარ მდგომარე­ობასთან დაკავშირებული ზოგი­ერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს 529 განკარგულებაში და პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად საქარ­თველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ნ. გილაური) გამოეყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (თ. მარტიაშვილი) 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი.

2. დაზარალებულ, მათ შორის იძულებით გადაად­გილებულ პირთათვის ჰუმანიტარული დახმარების სწრაფად და ეფექტიანად გაწევის მიზნით, აგრეთვე რეზერვისტთა გადაყვანის უზრუნველსაყოფად საბიუჯეტო ორგანიზა­ციებმა საომარი მდგომარეობის დროს საქონლის, მომსა­ხურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორ­ციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სა­ხელ­­­მწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესა­ბამისად. დაზარალებულ, მათ შორის, იძულებით გადაად­გილებულ პირთათვის შესყიდული საქონლისა და მომსა­ხურების გადაცემა, აგრეთვე რეზერვისტთა გადაყვანის უზრუნ­ველსაყოფად საქონლისა და მომსახურების გადაცემა გან­ხორციელდეს გამარტივებული წესით, კერძოდ, თუ შეუძ­ლებელია ჰუმანიტარულ დახმარებაზე, შესყიდულ საქო­ნელსა და მომსახურებაზე მიმღებ პირებთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, საბიუჯეტო ორგანიზაციები (ხელმძღვანელი ან შესაბამისად უფლებამოსილი პირი) გააფორმებენ გადაცემული საქონლისა და მომსახურების ჩამოწერის აქტს.

მუხლი 2. განკარგულება ძალაშია 2008 წლის 9 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე