დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლებისათვის საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 563 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №563
2008 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლებისათვის საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 13 900 000 (ცამეტი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი, საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების მშენებლობისა და რეაბილიტაციისათვის;
ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 12 700 000 (თორმეტი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი, საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სახლების შესაძენად.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, სახელმწიფო მინისტრმა რეგიონული მართვის საკითხებში დ. ტყეშელაშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად შესყიდვები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები