„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

  • Word
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 560
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 04/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
560
04/09/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 04/09/2008
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №560

2008 წლის 4 სექტემბერი

. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის ,,ექსპორტის წახალისების ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის ექსპორტის წახალისებისა და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურ­ნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრუ­ლებასთან დაკავშირებულ ღო­ნის­ძიებათა შესახებ საქართვე­ლოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის 75 დადგენილების 51 მუხლის საფუძველზე:

1. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, რთვლის პერიოდში საწარმოების მიერ მოსახლეობისაგან ყურ­ძნის მოსავლის შეუფერხებლად შესყიდვისა და მისი გადა­მუშავებისათვის, აგრეთვე ქართული ღვინის ექ­სპორ­ტის ხელშესაწყობად საქართველოს ეკონომიკური განვი­თა­რების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ექსპორტის წახალისების ქვე­პროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი – 26 20 01) გამოეყოთ სესხი:

ა) შპს რთველი 2008-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი – 231 289 290) 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი)  ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვეთით;

ბ) შპს ასკანელ ძმებს (საიდენტიფიკაციო ნომე­რი – 200 040 222) 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლო­ბისათვის წლი­ური 3-პროცენტიანი განაკვეთით;

გ) შპს კონიაკისა და ღვინის ქარხანა ვაზიანს (საიდენტიფიკაციო ნომე­რი – 204 553 394) 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვეთით;

დ) შპს გუგულის (საიდენტიფიკაციო ნომე­რი – 225 357 244) 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვეთით;

ე) შპს საქართველოს (საიდენტიფიკაციო ნომე­რი – 217 881 255) 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პრო­ცენტიანი განაკვეთით;

ვ) შპს ქართული ღვინის სახლს (საიდენტიფიკაციო ნომე­რი – 217 892 680) 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლი­ური 3-პროცენტიანი განაკვეთით;

ზ) სს ოკამს (საიდენტიფიკაციო ნომე­რი – 232 539 125) 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვე­თით.

2. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა დაიწყოს 15 თვის გასვლის შემდეგ. ამასთან, პირველი წლის განმავლობაში დარიცხული პრო­ცენტის გადახდა მოხდეს 16-27 თვეებზე განაწილებით.

3. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყოს სესხის გაცემიდან 15 თვის გასვლის შემდეგ.

4. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად.

5. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველი ან/და მეორე რიგის იპოთეკით, პირველი ან/და მეორე რიგის გირავნობით (მათ შორის: ღვინის, ალკოჰოლური სპირტის, მანქანა-დანადგარებისა და ყურძნის წვენის მარაგის გირავ­ნობით), მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარან­ტიით ან/და მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით).

6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (ე. შარაშიძე) და ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) მოახდინონ სახელმწიფო პროგრამა იაფი კრედიტის ექსპორტის წახალისების ქვეპროგრამით (საორგანიზაციო კოდი – 26 20 01) გათვალისწინებული ასიგნების შევსება საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინის­ტროსათვის გათვალისწინებული ასიგ­ნების ფარ­გლებში.

7. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქარ­თველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღ­ნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულებები, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხის დოკუმენტური მონიტორინგი.

8. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინის­ტრმა ე. შარაშიძემ.

9. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                ვ.   გურგენიძე