დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იძულებით გადაადგილებული პირების კვების ორგანიზების მომსახურების უზრუნველსაყოფად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისათვის საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „პატრიოტის“ ასიგნებათა ფარგლებში ხარჯების გაწევის ნებართვის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 557 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 03/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №557
2008 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებული პირების კვების ორგანიზების მომსახურების უზრუნველსაყოფად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისათვის საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „პატრიოტის“ ასიგნებათა ფარგლებში ხარჯების გაწევის ნებართვის მიცემის შესახებ
1. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მათი დროებითი განთავსების ადგილებზე კვების ორგანიზების მომსახურების უზრუნველსაყოფად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს (დ. ნამგალაური) ნება დაერთოს საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „ პატრიოტის“ ასიგნებათა ფარგლებში კვების ორგანიზების მომსახურებისათვის განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შედეგად ეკონომიის ფარგლებში დარჩენილი თანხა – 1 080 337 (ერთი მილიონ ოთხმოცი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი) ლარი და 53 (ორმოცდაცამეტი) თეთრი პროგრამის მონაწილეთა ნაცვლად გამოიყენოს იძულებით გადაადგილებულ პირთა კვების ორგანიზების მომსახურების გასაწევად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი ხელშეკრულების საფუძველზე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები