სიღნაღის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
სიღნაღის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 524
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
524
24/07/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 24/07/2009
000000000.00(0).00.000000
სიღნაღის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №524

2009 წლის 24 ივლისი

. თბილისი

სიღნაღის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართვე­­ლოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კა­ნო­ნის მე-17 მუხლით გათვალისწინე­ბული საქართველოს რე­გიო­ნებში განსახორციელებელი პროექ­ტების ფონდიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი ბოდბის წმინდა ნინოს დედათა სამონასტრო კომპლექსის წყლის სისტემათა რეაბილიტაციისათვის.

 2. განკარგულების შესრულების კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლის­წყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარ­ლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერ­ნატორმა გ. ღვინიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითა­რე­ბისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

 

პრემიერ-მინისტრი         ნიკა გილაური