საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 521
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
521
14/07/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 14/07/2009
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №521

2009 წლის 14 ივლისი

. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს შპს ,,რუსმეტალის” წინადადება ლუ­­ხუნ­იჰესი – 1-ის, ლუხუნიჰესი – 2-ისა და ლუხუნიჰესი – 3-ის მშე­ნებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ.

2. ,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008” – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის 107 დად­გენილებით დამტკიცებული წესის 24-ე პუნქტის საფუძველზე შპს ,,რუსმეტალის” მიერ ლუხუნიჰესი – 1-ის, ლუხუნიჰესი – 2-ისა და ლუხუნიჰესი – 3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვაზე არ გავრცელდეს ზემოთ აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესი.

3. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის ლუხუნიჰესი – 1-ის, ლუხუნიჰესი – 2-ისა და ლუხუნიჰესი – 3-ის მშე­ნებლობის, ოპერირებისა და ფლო­ბის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორან­დუმი.

 4. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კა­ნო­ნის 27-ე მუხლის შესაბამისად ურთიერთგაგების მემორან­დუმს ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.

 

პრემიერ-მინისტრი         ნიკა გილაური