დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 554 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 03/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №554
2008 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე
1. ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ 2008 წლის ივლისის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-14 პუნქტით ადგილობრივი წყლის კომპანიების მხარდაჭერის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქს გამოუყოს 441 300 (ოთხას ორმოცდაერთი ათას სამასი) ლარი დანართის შესაბამისად.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი
| მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი | თანხა (ათას ლარობით) |
| თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი | 350.0 |
| ჭიათურის მუნიციპალიტეტი | 47.3 |
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტი | 40.0 |
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი | 4.0 |
| სულ | 441.3 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები