კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 508
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
508
14/07/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 14/07/2009
000000000.00(0).00.000000
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №508

2009 წლის 14 ივლისი

. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბამო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კა­ნო­ნის 29-ე მუხლის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეო­ბის უძრავი ძეგლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის კონცეფციის, სა­მოქმედო პროგრამებისა და კონ­სერვაციის სტრატეგიის შემუ­შავების მიზნით, შეიქმნას კულ­ტუ­რული მემ­კვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და მათი მიმ­დებარე ტერი­ტორიების მენეჯმენტის საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემად­გენლობით:

 

ნიკოლოზ რურუა

-

საქართველოს კულტურის, ძეგლთა და­­­­ვისა და სპორტის მინისტრი, კო­მი­სიის თავმჯდომარე 

კახა ბაინდურაშვილი

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გრიგოლ ვაშაძე

-

საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ნის­ტრი

ლაშა ჟვანია   

-

საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი

 

-

 

საქართველოს რეგიონული განვითა­რებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი

გიორგი ჩალაძე

-

საქართველოს კულტურის, ძეგლთა და­­ც­­ვისა და სპორტის მინისტრის მო­ა­დ­­­გილე

გიორგი ხაჩიძე

-

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუ­ნებრივი რესურსების მინისტრი.

2. ეთხოვოს საქართველოს საპატრიარქოს კომისიის მუ­შა­ობაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატურის წარმოდ­გენა.

 

     პრემიერ-მინისტრი                    ნიკა გილაური