გორის მუნიციპალიტეტში დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
გორის მუნიციპალიტეტში დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 553
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
553
29/08/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 29/08/2008
000000000.00(0).000.000000
გორის მუნიციპალიტეტში დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №553

2008 წლის 29 აგვისტო

. თბილისი

გორის მუნიციპალიტეტში დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ    

1. ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კა­ნონით საქართველოს ლტოლვილ­თა და განსახლების სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან 720 000 (შვიდას ოცი ათასი) ლარი წარიმართოს გორის მუნიციპა­ლიტეტში დაზიანებული საცხოვრებელი სახ­ლე­ბის სარემონ­ტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული სამუშაოე­ბისა­თვის 720 000 ლარის გამოყენების მიზ­ნით ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კა­­ნო­ნით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სა­მინის­ტრო­სათვის გამოყოფილ ასიგნებებში შეიტანოს შესაბა­მისი ცვლილებები.

3. ნება დაერთოს საქართველოს ლტოლვილთა და გან­სახლების სამინისტროს პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები და მასთან დაკავშირებული მომსახურება, კერძოდ, დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენა, შესა­ბამისი ექსპერტიზის ჩატარება განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ,,სახელმწიფო შესყივების შესახებ” სა­ქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვე­პუნქ­ტის შესაბამისად.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავ­რობის 2008 წლის 30 ივლისის 485 განკარგულება ,,მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეკომიგრანტებისათვის აშე­ნებული საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილი­ტა­ციო სამუშაოების შესახებ”.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე