„საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 18 ივლისის №3483-რს დადგენილებისა და „რუსეთის ფედერა¬ციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 28 აგვის¬ტოს №243-რს დადგენილებით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციე¬ლების უზრუნველყოფის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 552
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
552
29/08/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 29/08/2008
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 18 ივლისის №3483-რს დადგენილებისა და „რუსეთის ფედერა¬ციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 28 აგვის¬ტოს №243-რს დადგენილებით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციე¬ლების უზრუნველყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №552

2008 წლის 29 აგვისტო

. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 18 ივლისის 3483-რს დადგენილებისა და რუსეთის ფედერა­ციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 28 აგვის­ტოს 243-რს დადგენილებით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციე­ლების უზრუნველყოფის თაობაზე

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანო­ნის მე-6 მუხლის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 18 ივლისის 3483 რს დადგენილე­ბისა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტო­რი­ების ოკუპაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 28 აგვისტოს 243-რს დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად:

1. ,,საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვი­დო­­ბო ძალების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 18 ივლისის 3483-რს დადგენილებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 28 აგვისტოს 243-რს დადგენილების შესრულების მიზნით დაიწყოს აუცი­ლებელი პრო­ცე­დურები აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსე­თის ავტო­ნო­მიურ ოლქში მიმდინარე ე.წ. სამშვიდობო ოპერა­ციე­ბის უსწრა­ფესი შეწყვეტისა და რუსეთის ფედერაციის შეიარა­ღებული ძა­ლე­ბის საქართველოს ტერიტორიიდან დაუ­ყოვ­ნებ­ლივ გაყვა­ნი­სა­თვის.

2. აფხაზეთში ე.წ. სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შეწყვეტისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალე­ბის საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებელი გაყვანის მიზ­ნით:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა (ე. ტყეშე­ლაშ­ვი­ლი) გაუგზავნოს შეტყობინება დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტს, როგორც აფხაზეთში, საქართველო, კონფლიქტის ზონაში კოლექტიური სამშვიდობო ძალების ვადის გაგრძე­ლების თაობაზე დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს 2003 წლის გადაწყვეტილების დეპოზიტარს, საქარ­თველოს სურ­ვილის შესახებ _ შეწყდეს სამშვიდობო ოპე­რა­ცია;

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რე­ინ­ტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატ­მა (თ. იაკობაშვილი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპა­რატ­თან შეთანხმებით მოამზადონ საქართველოს პრემიერ-მინის­ტრის წერილები დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა მეთაურე­ბის სა­ხელზე. პრეზიდენტებს ეცნობებათ დსთ-ს აღმასრულე­ბელ კო­მი­ტეტში შესაბამისი ნოტის გაგზავნისა და საქარ­თვე­ლოს გადაწყვეტილების შესახებ _ შეწყდეს სამშვიდობო ოპე­რაცია და განემარტებათ ამ გადაწყვეტილების მიღების გა­მომ­­წვევი მიზეზები;

გ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგ­რაციის საკითხებში მოამზადოს განცხადება ცეცხლის შეწყ­ვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ 1994 წლის 14 მაისის შეთანხმების ძალადაკარგულად გამოცხადების თაო­ბაზე, რომელიც ავტომა­ტუ­რად ჩაანაცვლა საფრანგეთის პრე­ზიდენტის ნიკოლა სარ­კოზის ექვსპუნქტიანმა შეთანხმებამ ცეცხლის შეწყვეტის შე­სა­ხებ;

დ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა წერილები დააგზავნოს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის, ეუთოს თავმჯდომარისა და გენერალუ­რი მდივნის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და სა­პარ­ლამენტო ასამბლეის და ევროკავშირის თავმჯდომარის სა­ხელზე საქართველოს ოფიციალური პოზიციის განმარ­ტებით.

3. ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდი­ნარე ე.წ. სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შეწყვეტისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქარ­თვე­ლოს ტერიტორიიდან დაუყოვნებელი გაყვანის მიზნით:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა:

ა.ა) გაუგზავნოს შეტყობინება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე და შესაბა­მი­სად მოითხოვოს სამშვიდობოების დაუყოვნებელი გაყვანა;

ა.ბ) წერილები დააგზავნოს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის, ეუთოს თავმჯდო­მარისა და გენერალური მდივნის, ევროპის საბჭოს გენერა­ლუ­რი მდივნისა და საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს გენერა­ლუ­რი მდივნისა და საპარლამენტო ასამბლეის და ევროკავ­შირის თავმჯდომარის სახელზე საქართველოს ოფიციალური პოზი­ციის განმარტებით;

ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრა­ციის საკითხებში გააკეთოს განცხადება საქართველოს შსკ-დან გამოსვლის შე­სა­ხებ.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა:

ა) გააკეთოს ოფიციალური განცხადება ყოფილი სამ­ხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის ავტონო­მიური რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერი­ტორიებად გამოცხადების შესახებ;

ბ) რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინის­ტროს გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება რუსეთის ფედე­რა­ციას­თან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავ­რო­ბის 2008 წლის 27 აგვისტოს 550 განკარგულება საქარ­თველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 18 ივლისის 3483-რს დადგენილებით განსაზღვრულ ღონისძიებათა გან­ხორ­ციელების უზრუნველყოფის თაობაზე..

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი                                       ვ. გურგენიძე