დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საომარი მდგომარეობის დროს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 507 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 14/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №507
2009 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
საომარი მდგომარეობის დროს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის შესახებ
საომარი მდგომარეობის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა ტრანსპორტირებისა და სხვა ღონისძიებებისათვის მოხმარებულ საწვავზე წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და წალკის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 60 137,0 (სამოცი ათას ას ოცდაჩვიდმეტი) ლარი, მათ შორის:
ა) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს სს „ ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად – 39 680,0 (ოცდაცხრამეტი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარი;
ბ) წალკის მუნიციპალიტეტს შპს „ სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად – 20 457,0 (ოცი ათას ოთხას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებებიდან განახორციელოს შპს „ სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა 19 080,0 (ცხრამეტი ათას ოთხმოცი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებებიდან განახორციელოს შპს „ სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა 2 595,0 (ორი ათას ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები