დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 549 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 25/08/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №549
2008 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
1. საომარი მოქმედებების შედეგად გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებისათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი.
2. ეთხოვოს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას უზრუნველყოს თითოეული დაღუპულის ოჯახისათვის (14 ოჯახი) 10 000 (ათი ათასი) ლარის გადაცემა.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) ვ. ვარძელაშვილმა.
4. განკარგულება ძალაშია 2008 წლის 25 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები