„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-სვენეთის მშენებარე მონაკვეთზე (მარცხენა მიმართულება) ტექნიკური პარამეტრების სრულყოფისა და მოძრაობის ორივე მიმართულებაზე ერთნაირი (ცემენტობეტონის) საფარის მოწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 აპრილის №324 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 789
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 23/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
789
23/10/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 23/10/2009
000000000.00.00.000000
„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-სვენეთის მშენებარე მონაკვეთზე (მარცხენა მიმართულება) ტექნიკური პარამეტრების სრულყოფისა და მოძრაობის ორივე მიმართულებაზე ერთნაირი (ცემენტობეტონის) საფარის მოწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 აპრილის №324 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება №789

2009 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-სვენეთის მშენებარე მონაკვეთზე (მარცხენა მიმართულება) ტექნიკური პარამეტრების სრულყოფისა და მოძრაობის ორივე მიმართულებაზე ერთნაირი (ცემენტობეტონის) საფარის მოწყობის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 აპრილის №324 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-სვენეთის მშენებარე მონაკვეთზე (მარცხენა მიმართულება) ტექნიკური პარამეტრების სრულყოფისა და მოძრაობის ორივე მიმართულებაზე ერთნაირი (ცემენტობეტონის) საფარის მოწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 აპრილის №324 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) განკარგულების ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად;

ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

,,2. პროექტის შესაბამისი კორექტირებით გათვალისწინებული – 2009 წლის ბოლომდე შესასრულებელი დამატებითი სამუშაოების სრული დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან „აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი II“ (ორგანიზაციული კოდი 25 03 02 04) მუხლის „საბიუჯეტო სახსრების“ ნაწილის ფარგლებში, გზის მითითებული მონაკვეთის მშენებლობაზე არსებულ № SEWHIP/CW/ICB-01 კონტრაქტში შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, ხოლო 2010 წელს შესასრულებელი დამატებითი სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.“.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური