დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №293 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 395 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 28/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №395
2009 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
„ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №293 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №293 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„საქართველოში საკარანტინო მავნე ორგანიზმის – კარტოფილის ჩრჩილის (Phthorimaea operculella zell) შემდგომი გავრცელების თავიდან აცილებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სასურსათო კარტოფილის იმპორტი 2009 წლის პირველ ივნისამდე.“.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები