„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 548
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, 0, 25/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
548
25/08/2008
გაურკვეველი, 0, 25/08/2008
000000000.00(0).000.000000
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №548

2008 წლის 25 აგვისტო

. თბილისი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის 503 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კო­დექსის 63-ე მუხლის თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეუ­ლე­ბისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქარ­თველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის 503 განკარ­გულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების 5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტე­ტებს გამოეყოთ 2 770 000 (ორი მილიონ შვიდას სამოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 640 000 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექ­ტების განსახორ­ციე­ლებ­ლად:

ა) მუნიციპალიტეტში სასმელი წყლით მომარაგების სის­ტემების რეაბილიტაცია;

ბ) ქუჩების განათება;

გ) ი.ბ. სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე სკვერის რეა­ბილიტაცია;

დ) საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შე­ნობების მშენებლობა და რეაბილიტაცია.

2. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 330 000 (სამას ოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციე­ლებლად:

ა) შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა;

ბ) სოფელ ახალქალაქისა და სოფელ თეძმისხევის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია;

გ) საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შე­ნობების მშენებლობა და რეაბილიტაცია.

3. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვ­სასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებ­ლად:

ა) მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემების რეაბი­ლი­ტაცია;

ბ) სოფელ ლეთეთში და აბისში სასმელი წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა;

გ) მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია;

დ) საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების მშენებლობა და რეაბილიტაცია.

4. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა – 200 000 (ორა­სი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებ­ლად:

ა) მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემების ქსე­ლის მოწყობა;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემის მოწყობა;

გ) დაბა სურამში სანიაღვრე არხის მოწყობა;

დ) რბონის სათავე ნაგებობის საქლორატორის მოწყობა.”.

2. განკარგულების 10 დანართი მე-2 პუნქტამდე ჩამოყა­ლიბდეს ახალი რედაქციით:

`ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრე­დიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარა­გაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქა­ლაქ ქუთაისს გამოეყოთ 10 660 000 (ათი მილიონ ექვსას სამოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. ქ. ქუთაისის მერიას – 7 910 000 (შვიდი მილიონ ცხრაას ათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

ა) საბავშვო ბაღების გათბობის სისტემის მოწყობა;

ბ) შიდა გზების კაპიტალური შეკეთება;

გ) კანალიზაციის ქსელის მოწყობა;

დ) ღვარსადენების მოწყობა-რეაბილიტაცია;

ე) ცენტრალური ბაღისა და ქუჩების გარე განათების მოწყობა;

ვ) სპორტული მოედნების მშენებლობა;

ზ) სახანძრო შენობის შეკეთება;

თ) ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონის შენობის სარემონ­ტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ი) ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია;

კ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები..

მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე