დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 779 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 22/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.0.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №779
2009 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. №3 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველი ქალაქი ფოთის მერიას – 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) შიდა საქალაქო გზების რეაბილიტაცია;
ბ) მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების რეაბილიტაცია;
გ) თეატრის მშენებლობა;
დ) სპორტული დარბაზის მშენებლობა;
ე) მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია;
ვ) სანიაღვრე არხებისა და წყალსადენ-კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია;
ზ) განათებისათვის ბოძების შეძენა.“.
2. №5 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი ლარი) შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ბოლნისის წყალსადენისა და კანალიზაციის რეაბილიტაცია (მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანადაფინანსებით);
ბ) ქ. ბოლნისში, ანდრეევკის დასახლებაში ქუჩების მოასფალტების სამუშაოთა შესრულება.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები