საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ

  • Word
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 547
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 25/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
547
25/08/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 25/08/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №547

2008 წლის 25 აგვისტო

. თბილისი

  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი­ალუ­რი დაცვის სამინისტრომ (ა. კვიტაშვილი) უზრუნ­ველყოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში აღ­რიცხუ­ლ საქარ­თველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედე­გად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა იდენტიფიკაცია და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ფინან­სთა სამინისტროში წარდგენა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს საბიუ­ჯეტო სისტემის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხ­ლის შესაბამისად „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინე­ბუ­ლი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გარ­დაც­ვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებს გამოუყოს ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეული ოჯახისათვის 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ვ. გურგენიძე