საქართველოს მთავრობასა და შპს „ზოტი ჰიდროს“ შორის ზოტიჰესის კასკადის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობასა და შპს „ზოტი ჰიდროს“ შორის ზოტიჰესის კასკადის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 391
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 28/05/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
391
28/05/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 28/05/2009
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობასა და შპს „ზოტი ჰიდროს“ შორის ზოტიჰესის კასკადის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №391

2009 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და შპს „ზოტი ჰიდროს“ შორის ზოტიჰესის კასკადის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს შპს „ ზოტი ჰიდროს“ წინადადება ზოტიჰესის კასკადის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ.

2. „ განახლებადი ენერგია 2008“ _ საქართველოში განახ­ლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველ­ყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის № 107 დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე პუნქტის საფუძველზე შპს „ზოტი ჰიდროს” მიერ ზოტიჰესის კასკადის მშენებლობასთან, ოპერირებასა და ფლო­ბასთან დაკავშირებულ ინტერესთა გამოხატვაზე არ გავრ­ცელდეს აღნიშ­ნული დადგენილებით დამტკიცებული წესი.

3. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ზოტი ჰიდროს” შორის ზოტიჰესის კასკადის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთ­გაგების მემორანდუმი.

4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კა­ნო­ნის 27-ე მუხლის შესაბამისად ურთიერთ­გაგების მემორან­დუმს ხელი მოა­წე­როს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთა­გურმა.

 

პრემიერ-მინისტრი           ნიკა გილაური