დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 771 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 22/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №771
2009 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
1. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ 2009 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 1 260 000 (ერთი მილიონ ორას სამოცი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) ელექტროენერგიის საფასურის ასანაზღაურებლად – 615 000 (ექვსას თხუთმეტი ათასი) ლარი;
ბ) ბუნებრივი აირის საფასურის ასანაზღაურებლად – 645 000 (ექვსას ორმოცდახუთი ათასი) ლარი.
2. განისაზღვროს 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად (კომპაქტურად) განსახლებული ოჯახების შემდეგი კატეგორიები:
ა) I კატეგორია – ოჯახები, რომლებიც განსახლებული არიან სახელმწიფოს ან/და სხვა ორგანიზაციების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ სახლებში (კოტეჯებში);
ბ) II კატეგორია – ოჯახები, რომლებიც განსახლებული არიან სახელმწიფოს ან/და სხვა ორგანიზაციების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში.
3. განისაზღვროს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოჯახების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურების მიმდინარე წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის ყოველთვიური ლიმიტები შემდეგი ოდენობებით:
ა) I კატეგორიისათვის – 100 ლარი;
ბ) II კატეგორიისათვის – 70 ლარი.
4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტებიდან დარჩენილი ეკონომია (თვეში ფაქტობრივად ნაკლები ხარჯის შემთხვევაში) არ გადადის მომდევნო თვეებში.
5. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ცენტრალიზებულად (ანგარიშსწორება შესაბამის კომპანიებთან) განახორციელოს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში ფაქტობრივად მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება.
6. ამ განკარგულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესასრულებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 1 416 230 (ერთი მილიონ ოთხას თექვსმეტი ათას ორას ოცდაათი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები