საქართველოში საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ფორს-მაჟორული (დაუძლეველი) მდგომარეობიდან გამომომდინარე საავტომობილო გზებზე აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word
საქართველოში საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ფორს-მაჟორული (დაუძლეველი) მდგომარეობიდან გამომომდინარე საავტომობილო გზებზე აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 545
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 25/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
545
25/08/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 25/08/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოში საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ფორს-მაჟორული (დაუძლეველი) მდგომარეობიდან გამომომდინარე საავტომობილო გზებზე აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №545

2008 წლის 25 აგვისტო

. თბილისი

საქართველოში საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ფორს-მაჟორული (დაუძლეველი) მდგომარეობიდან გამომომდინარე საავტომობილო გზებზე აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ქვეყანაში შექმნილმა საომარმა მდგომარეობამ და ფორსმაჟორულმა გარემოებებმა სერი­ოზული სირთულეები შეუქმნა საავტომობილო გზებზე ტრანს­პორტის მოძრაობას. ასფალტირებულ გზებზე მუხლუხა სამ­ხედრო ტექნიკის სისტემატურმა მოძრაობამ გზების მნიშვნე­ლოვანი ნაწილის საფარი მწყობრიდან გამოიყვანა. ტრანს­პორტი შეფერხებით მოძრაობს ალტერნატიული თბილი­სი-წალკა-ახალქალაქი-გოდერძის უღელტეხილი-ბათუმის მი­მარ­­თუ­ლებით არსებული გზის პარამეტრების არასტანდარ­ტული მდგომარეობის გამო. საგრძნობი შეფერხებებია ასევე გზების სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების შესრულების კუთხით.

1. შექმნილი ფორს-მაჟორული სიტუაციის გათვალისწი­ნებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართვე­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ.დალაქი­შვი­ლი):

ა) ფინანსური რესურსების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით უზრუნველყოს 2008 წლის პროგრამით გათვალისწი­ნებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტებისა და სხვა საგზაო სამუშაოთა პრიორიტეტების განსაზღვრა მათი შეს­რულების გადაუ­დებლობისა და აუცილებლობის საფუძველზე. ყურად­ღება განსაკუთრებულად გაამახვილოს თბილისი-სენაკი-ლე­სელიძის, თბილისი-წალკა-ახალქალაქი-გოდერძის უღელტე­ხი­ლი-ბათუმის მიმართულებისა და საომარი მოქმედებების ზო­ნაში არსებული (მათ შორის ქ. გორის მუნიციპალური) საავ­ტო­მობილო გზების მდგომარეობაზე. ოპერატიულად განახორციელოს საჭირო ღონისძიებები ამ გზებზე საავტომობილო ტრანსპორტისათვის განვლად მდგომარეობაში შენარჩუნები­სათვის. არსებული წესის შესაბამისად გადაუდებელი და აუცილებელი სამუშაოების (მათ შორის პროექტირება, ტექ­ნიკური ზედამხედველობა) შესრულება უზრუნველყოს „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე ქვეპუნქტის შესაბამისად ერთ პირ­თან მოლაპარაკების წესით;

ბ) კონტრაქტორ ორგანიზაციებთან მოქმედ ხელშეკრუ­ლებებში მოახდინოს სათანადო შესწორებების შეტანა სამუ­შაოთა მოცულობების, ვადებისა და სხვა პირობების კორექ­ტირების გზით. შექმნილი ფორს-მაჟორული მდგომარეობის გათვალისწინებით მხარეთა მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის არ იქნეს გამოყე­ნებული საჯარიმო სანქციები.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე