დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაბრუნებისა და განსახლების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 544 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 25/08/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №544
2008 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაბრუნებისა და განსახლების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის სამხედრო დაპირისპირების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მშვიდობიანი დაბრუნებისა და მათი განსახლების პროცესის კოორდინირებულად წარმართვის, შესაბამისი წინადადებების მომზადებისა და მათი განხორციელების მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას დევნილთა დაბრუნებისა და განსახლების სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
რუსლან აბაშიძე - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
მამუკა ახვლედიანი - ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე – ვიცე-მერი
კახა ბენდუქიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი
ლაშა გოცირიძე - საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
ვლადიმერ ვარძელაშვილი - სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი
ალექსანდრე კვიტაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
თამარ მარტიაშვილი - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში
ეკატერინე შარაშიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
გიორგი ცხაკაია - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი
ბესიკ წერედიანი - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე.
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
კობა სუბელიანს - საქართველოს პარლამენტის წევრს
გიორგი მელაძეს - საქართველოს პარლამენტის წევრს.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ.გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები