„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 543
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
543
21/08/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2008
000000000.00(0).000.000000
„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №543

2008 წლის 21 აგვისტო

. თბილისი

„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს 529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კო­დექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებე­ბის დაფინანსების შესახებ საქარ­თველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს 529 გან­კარ­გულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ~.

2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

2008 წლის 9 აგვისტოს საქართველოში გამოცხადებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული სახელმწიფოებ­რი­ვი და საზოგადოებრივი საჭი­როების ღონისძიებათა განხორ­ციელების მიზნით:.

3. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესა­ბამისად საომარი მდგომარეობის დროს დაზარალებულ, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ჰუმანი­ტა­რული დახმარების სწრაფად და ეფექტიანად გაწევის მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაციებმა საქონლის, მომსახურე­ბისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორციელონ ერთ პირ­თან მოლაპარაკების საშუალებით. დაზარალებულ, მათ შო­რის, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შესყი­დუ­ლი საქონლისა და მომსახურების გადაცემა განხორციელდეს გამარტივებული წესით, კერძოდ, თუ შეუძლებელია ჰუმანი­ტა­რულ დახმარებაზე და შესყიდულ საქონელსა და მომსა­ხურე­ბაზე მიმღებ პირებთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, საბიუჯეტო ორგანიზაციები (ხელმძღვანელი ან შესაბამისად უფლებამოსილი პირი) გააფორმებენ გადაცემული საქონლისა და მომსახურების ჩამოწერის აქტს..

მუხლი 2. განკარგულება ძალაშია 2008 წლის 9 აგვის­ტოდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე