დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 13 აგვისტოს №210 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 360 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.038.016247 |
|
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 13 აგვისტოს №210 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 13 აგვისტოს №210 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 010320040.22.038.016208, 13/08/2013) დამტკიცებულ დანართი №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე და 39-ე მუხლები:
„მუხლი 38. 1. კადრების უფროსი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) შესაბამის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); დ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ვ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა. 2.კადრების უფროსი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუციის II თავი; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს პატიმრობის კოდექსი; დ) საქართველოს შრომის კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“; თ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანება. ი) „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულება; კ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანება; ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის №13 ბრძანება; მ) „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანება. მუხლი 39. 1. კადრების ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) შესაბამის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); დ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ვ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა. 2. კადრების ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუციის II თავი; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) პატიმრობის კოდექსი; დ) საქართველოს შრომის კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“; თ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანება. ი) „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის N832 ბრძანებულება; კ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანება; ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის №13 ბრძანება; მ) „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები