„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 542
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
542
21/08/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2008
000000000.00(0).000.000000
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №542

2008 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის № 503 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის თანახმად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელ­მწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგუ­ლე­ბის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. №1-10 დანართებით გამოყოფილი თანხა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გადაწყვეტი­ლე­ბით შესაძლებელია მიიმართოს მიმდინარე წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა კვებით უზრუნველყოფისათვის.“.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე