დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო პროგრამა“ იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფისათვის“ სესხის გაცემისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 აგვისტოს №538 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 539 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/08/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 13/08/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №539
2008 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამა“ იაფი კრედიტის“ „ ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „ სახელმწიფო უზრუნველყოფისათვის“ სესხის გაცემისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 აგვისტოს № 538 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფისათვის“ სესხის გაცემისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 აგვისტოს №538 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფისათვის“ და შპს „ურეხისათვის“ სესხის გაცემისა და შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფისათვის“ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ნებართვის მიცემის შესახებ“.
2. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობის გამო სურსათის მოსალოდნელი დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ხორბლის ფქვილის შეძენის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი - 26 20 01) მიეცეს სესხად შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფას“ 12 500 000 (თორმეტი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარისა და შპს „ურეხს“ 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 2-პროცენტიანი განაკვეთით.“.
3. განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა დაიწყოს 24 თვის გასვლის შემდეგ. ამასთან, საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდეს 24-36 თვეებზე განაწილებით.“.
მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) და ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) მოახდინონ „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის„ „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამით (საორგანიზაციო კოდი 26 20 01) გათვალისწინებული ასიგნების შევსება „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან.
მუხლი 3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები