სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფისათვის“ სესხის გაცემისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ნებართვის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფისათვის“ სესხის გაცემისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ნებართვის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 538
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 11/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
538
11/08/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 11/08/2008
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფისათვის“ სესხის გაცემისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ნებართვის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №538

2008 წლის 11 აგვისტო

. თბილისი

სახელმწიფო პროგრამა  „იაფი კრედიტის ექსპორტის წახალისების ქვეპროგრამის ფარგლებში შპს სახელმწიფო უზრუნველყოფისათვის სესხის გაცემისა და სახელმწიფო შესყიდვების  ერთ  პირთან  მოლაპარაკების  გზით განსახორციელებლად ნებართვის მიცემის შესახებ

სახელმწიფო პროგრამა იაფი კრედიტის ექსპორტის წახალისებისა და რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურ­ნე­ობისა და ხალხური რეწვის განვითარების ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღო­ნის­ძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის 75 დადგენილების 51 პუნქტის საფუძველზე:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროსათვის საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტის შესახებ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალის­წინებული ექსპორტის წახალისების ქვეპროგრამის ასიგნები­დან (ორგანი­ზაციული კოდი – 26 20 01) შპს სახელმწიფო უზრუნველყოფას ქვეყანაში არსებული საომარი მდგომა­რე­ობის გამო სურსათის მოსალოდნელი დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ხორბლის მარაგის შესაძენად გამოეყოს სესხი 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით,  სეს­ხით სარგებლობისათვის წლიური 2-პროცენტიანი განაკ­ვეთით.

2. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა დაიწყოს 24 თვის გასვლის შემდეგ. ამასთან, საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტის გა­დახ­და მოხდეს 12-24 თვეებზე განაწილებით.

3. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყოს სესხის გაცემიდან 24 თვის გასვლის შემდეგ.

4. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად.

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორ­მოს სესხის ხელშეკრულება, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცე­მული სესხის დოკუმენტური მონიტორინგი.

6. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ღონისძიებების შეუზღუდავ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ნება დაერთოს შპს სახელმწიფო უზრუნველყოფას მოახდინოს შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

7. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინის­ტრმა ე. შარაშიძემ.

8. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე