დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 22.5 კმ-ზე, ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის თემში ე.წ. ,,ჭადრების“ ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალსა და ცენტრალურ საავტომობილო გზას შორის მდებარე 1.5 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 532 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/08/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 09/08/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №532
2008 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 22.5 კმ-ზე, ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის თემში ე.წ. ,,ჭადრების“ ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალსა და ცენტრალურ საავტომობილო გზას შორის მდებარე 1.5 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ
1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის № 96 დადგენილების შესაბამისად მოწონებული იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლ. ვარშალომიძის წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი № 8) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს – სატყეო რესურსების მართვის ქედის განყოფილების მახუნცეთის სატყეოს 23-ე კვარტალის მე-14 ლიტერიდან ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 22,5 კმ-ზე, ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის თემში ე.წ. ,,ჭადრების“ ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალსა და ცენტრალურ საავტომობილო გზას შორის არსებული 1,5 ჰა ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის განკარგვის მიზნით.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყონ თავიანთ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონით დადგენილი წესით განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები